კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადაზე

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ფიზიკის ბალტიისპირეთის ოლიმპიადაში (Nordic-Baltic Physics Olympiad 2023), რომელიც ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 14, 15 და 16 აპრილს მიმდინარეობდა,  5 მედალი მოიპოვეს.

დაჩი ჭოტაშვილი და ირაკლი უგულავა ოქროს მედალოსნები გახდნენ.

ანდრია მანჯავიძემ, ბიძინა გაგნიძემ და თორნიკე ცაძიკიძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

გუნდის ხელმძღვანელები: თემურ კალატოზი,  ნიკოლოზ მალცევი, დავით ნიშნიანიძე.

გუნდს ადგილზე დაეხმარა კომაროვის სკოლის ყოფილი მოსწავლე ნიკა კალანდარიშვილი, რომელიც ახლა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლობს.

ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა.

ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადა 1992 წლიდან იმართება და ფიზიკის საერთაშორისო  ოლიმპიადის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

პროექტში რვა  ქვეყნის ასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადის 7 ოქროს მედალოსნიდან 2 კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

დეტალური შედეგების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3KMhlZH 

კომაროვის სკოლა ულოცავს ამ  წარმატებას მოსწავლეებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს, მადლობას უხდის პროექტში მონაწილეობის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს და თითოეულ მათგანს სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!


ზემოთ